წარმოუდგენელი რამაა, ძალით ცდილობენ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას - ოხანაშვილი
ანრი ოხანიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გაკვირვებულია მცდელობით, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები, ძალით ცდილობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რაც შეეხება, წარმოუდგენელი რამ არის, ადამიანი, რომელიც პოლიტიკიდან გავიდა, მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა ქართული პოლიტიკური სივრცე, ძალით ცდილობდეს ვინმე მის პოლიტიკაში ჩართვას“. - ამბობს ოხანაშვილი.
ცნობისთვის, "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. ისინი ქვეყნის ევროინტეგრაციას სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლაში და ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნებაში ხედვენ.