სავიზო რეჟიმის შემოღების შემოთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება - ანრი ოხანაშვილი

04.08.22 16:42
სავიზო რეჟიმის შემოღების შემოთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება - ანრი ოხანაშვილი

სავიზო რეჟიმის შემოღების შემოთავაზება ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება - ,,ქართული ოცნება" უარს აცხადებს, ქვეყანაში შემომავალ რუს და ბელორუს ვიზიტორებს შეზღუდვები დაუწესოს. მმართველი პარტიის ლიდერები აცხდებენ, რომ ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს, ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მოთხოვნით გამოდის.

,,ქართული ოცნების" ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს, რომ საქართველოში ათასობით რუსი ტურისტი შემოდის, ყიდულობს უძრავ ქონებას და ბიზნესებს არეგისტრირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციას კვლავ თავს ესხმის და აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნა ოპონერნტების მორიგი მცდელობაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია - ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს"- თქვა ოხანაშვილმა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები