რუსებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნას ქსენოფობიას უწოდებს და "მკაცრი პასუხით" იმუქრება

04.08.22 17:03
რუსებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნას  ქსენოფობიას უწოდებს და "მკაცრი პასუხით" იმუქრება

"ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში არ ჯდება. ვინმეს თუ ევროპელობა უნდა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე „ლელოს“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის შემოსვლის გამო საჭიროა სავიზო რეჟიმის ამოქმედება.

საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის. რაც შეეხება ტურიზმს. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ამ კუთხითაც უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ თითქოს, დღეს საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 10%-ია, რაც ტყუილია. მონაცემები რეალურად რომ ავიღოთ, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზეა დაფუძნებული. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო. დღეს კი იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ ამაზე შეზღუდვები დავაწესოთ, სანქციები დავაწესოთ და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ქსეონოფობიაზე მკაცი პასუხი გვექნება"- თქვა კობახიძემ. 

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე კი აღნინავს, რომ ოპოზიციის ინიციატივა "ტურიზმის სფეროს ჩამოშლას" ემსახურება. 

ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში მაგალითად ტურიზმის სფერო, როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და უვიზო რეჟიმი დაუწესეს და ახლა გვეუბნებიან, რომ როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში, ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს ურტყამენ, ურტყამენ ასევე იმას, რომ თითქოს რაღაც რუსულ ინტერესებს იცავს ხელისუფლება."- თქვა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები