„ნაცმოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ - მდინარაძე ლომჯარიაზე
“ლომჯარიამ გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
ლომჯარიამ „გადასარევი“ პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა. „ნაცმოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების თუ ოდნავ უტრირებულად რომ ვთქვა, ხელისუფლების ჩამოშლის კუთხით. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა. ამას შეგუებულები ვიყავით. კრიტიკა მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური, ან თუნდაც ობიექტურობის ჩარჩოებს გაცდენილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის“ წევრებთან, მე პირადად არ ველოდი, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“, - განაცხადა მდინარაძემ.
აქვე მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ პარტიაში სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა. მისივე თქმით, გუნდს არც თავისი კანდიდატი ჰყავს.