"გვწერენ, რომ 2008 წლის აგვისტო მონაგონი იქნება" - "დედაენის ბარზე" რუსებმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელეს

04.08.22 17:24
"გვწერენ, რომ 2008 წლის აგვისტო მონაგონი იქნება" - "დედაენის ბარზე" რუსებმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელეს

რუსული კიბეროკუპაცია - საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა იერიში "დედა ენის ბარზე" მხოლოდ იმის გამო მიიტანეს, რომ იქ შესასვლელად ადმინისტრაციამ ე.წ. ელექტრონული ვიზისა და სპეციალური კითხვარის შევსება მოთხოვა.

არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? - აღნიშნულმა კითხვამ რუსეთის მოქალაქეების აგრესია გამოიწვია. რამდენიმე საათის წინ ბარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.  ადმინისტრაცია ამ წუთამდე ათასობით მუქრის შემცველ და შერაცხმყოფელ შეტყობინებას იღებს. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში 10 ატასობის შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა ბარის ვებ გვერდზე.

,,2008 წელი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც წინ გელოდებათ;

საქართველო ყოველთვის იყო და იქნება რუსეთის შემადგენელი ნაწილი, ის არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მუქარის შემცველი განცხადების, რაც ,,დედა ენის ბარის" ვებ გვერდზე ვრცელდება.

რამდენიმე წამში ერთხელ ვიღებთ ნეგატიურ კომენატს, მუქარას, გააცამტვერეს ჩვენი გუგლ ექაუნტი, დაახლოებით 5 ათასი ნეგატიური შეფასება დაიწერა მარტო გუგლზე. 

გვწერენ, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის აგვისტოს, რომ საქართველო იყო და იქნება რუსეთი, ათას სხვა საშინელებას, გვიწერენ Z-ს კომენტარად.

ცხადია, ეს არის რაშისტების, მტრულად განწყობილი რუსების ორგანიზებული კიბერშეტევა ჩვენს სოც-მედია-პლატფორმებზე. იმასაც დავამატებ, რომ საიტი გაგვიტეხეს. - აცხადებს დათო ლაფაური, ბარის მფლობელი.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში უკვე გამოჩნდნენ რუსულ ნომრიანი ავტომობილები, რუსული წარწერები და საქართველოში ყველაფერი კეთდება რუსი ტურისტების ყურადღების მისაზიდად. თბილისის ცენტრში უკვე რუსული წარწერებით ტაქსებიც კი  გამოჩდნენ და ისინი მომხმარებელს სერვისს რუბლებში სთავაზობენ.

მსგავსი სიახლეები