ელჩისგან კითხვაზე პასუხი არ ისმის - კობახიძე დეგნანზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუნდიდან ფორმალურად წასული დეპუტატების პოზიციას იცავს და ამბობს, რომ ელჩ დეგნანს ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
ბიძინა ივანიშვილს არ მოუთხოვია შეხვედრა. შეხვედრა მოითხოვა ელჩმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია ინტერესი. შეხვედრა გაიმართა კონკრეტულ თემაზე. შინაარსი რა იყო, ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, მაგრამ იკითხებოდა იმ წერილიდან, რომელიც ბატონმა ბიძინამ გავრცელა. არ მინდოდა ამ თემაზე საჯარო დისკუსიის გაშლა, მაგრამ დაისვა კითხვები, შემდეგ ამას მოყვა ის, რომ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა და საზოგადოებას დარჩა გარკვეული ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც იძლებულები გავხდით, რომ ამ დისკუსიაში შევსულიყავით. მარტივი პასუხით შეიძლებოდა ნებისმიერი საკითხის განეიტრალება, თუმცა, სამწუხაროა, რომ დღემდე ეს პასუხები არ ისმის“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ამერიკის ელჩზე მიზანმიმართული თავდასხმები შტატებთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელეობაა“- ოპოზციის შემდეგ, ამ შინაარსით ერთობლივი განცხადება არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა. სამოქალაქო საზოგადოება „ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტას თხოვს.
განცხადებაში, რომელსაც ხელს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ, პირდაპირ არის მინიშნებული, რომ კელი დეგნანზე თავდასხმები და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოს გაურთულდეს ურთიერთობა აშშ-სთან.