დეგნანი უნდა გაემიჯნოს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს - მაჭარაშვილი

04.08.22 18:00
დეგნანი უნდა გაემიჯნოს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს - მაჭარაშვილი

„ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ოთხეული ამბობს, რომ ისინი თავს არ ესხმიან ამერიკის ელჩს. 

ოთხეული ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ კითხვები დასვეს კელი დეგნანის მისამართით და პასუხს ითხოვენ. 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, დეგნანი უნდა გაემიჯნოს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს.  

გვინდა, რომ ელჩმა დაასრულოს ეს კითხვები და სპეკულაცია და გაემიჯნოს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირ მოწოდებას და გენბავთ, საქართველოში არსებული არასამთავრობოების პირდაპირ მოწოდებას ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რომ უკრაინის ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ომში ჩართვისკენ და ეს უნდა მივიღოთ კეთილ სურვილად. და ამ ფონზე, როდესაც ამერიკის საელჩო დუმს და არ ემიჯნება ამ ომის პროპაგანდას, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს საზოგადოებისთვის, ეს არის სწორედ კითხვის დასმის მოტივი“. - ამბობს მაჭარაშვილი.

„ამერიკის ელჩზე მიზანმიმართული თავდასხმები შტატებთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელეობაა“- ოპოზციის შემდეგ, ამ შინაარსით ერთობლივი განცხადება არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა. სამოქალაქო საზოგადოება „ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკის  შეწყვეტას თხოვს.  

განცხადებაში, რომელსაც ხელს  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ, პირდაპირ არის მინიშნებული, რომ კელი დეგნანზე თავდასხმები და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები  ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოს გაურთულდეს ურთიერთობა აშშ-სთან. 

 

მსგავსი სიახლეები