რატომ არ მოუწოდა ამერიკამ უკრაინას ერთხელ მაინც, რომ ომის რიტორიკა დამღუპველია - ყაველაშვილი

04.08.22 18:20
რატომ არ მოუწოდა ამერიკამ უკრაინას ერთხელ მაინც, რომ ომის რიტორიკა დამღუპველია - ყაველაშვილი

„ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ კითხვის დასმა ამერიკის ელჩის მისამართით თავდასხმას არ ნიშნავს.

ყაველაშვილი ითხოვს, დაუსახელონ ერთ ფაქტი მაინც, როდესაც ამერიკამ, უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ  ომის რიტორიკა დამღუპველია.

ეს ადამიანები ამ კითხვის დასმას თუ ისე ნათლავენ, რომ ჩვენ თავს ვესხმით და ცილს ვწამებთ და დეზინფორმაციას ვავრცელებთ, დამისახელეთ ერთი დეზინფორმაცია, ერთი ცილისწამება ჩემს კითხვაში, ან ჩვენს დამოკიდებულებაში. რატომ არ მოუწოდეს ერთხელ მაინც პარტნიორული დამოკიდებულებით უკრაინის ხელისუფლებას, რომ  ომის რიტორიკა დამღუპველია. ეს აწყობს ეფ-ეს-ბეს და რუსეთს და ნუ მოგვიწოდებთ ომში ჩართვასო? გახსოვთ თქვენ რომელიმე ამ პოლიტიკოსის მიერ გაგზავნილი ან წერილი ან მოწოდება უკრაინის ხელისუფლების მისამართით, რომ მსგავსი გზავნილები არ იყოს მათი მხრიდან საქართველოს მისამართით?...“- თქვა ყაველაშვილმა. 

„ამერიკის ელჩზე მიზანმიმართული თავდასხმები შტატებთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელეობაა“- ოპოზციის შემდეგ, ამ შინაარსით ერთობლივი განცხადება არასამთავრობო სექტორმა გაავრცელა. სამოქალაქო საზოგადოება „ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკის  შეწყვეტას თხოვს.  

განცხადებაში, რომელსაც ხელს  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ, პირდაპირ არის მინიშნებული, რომ კელი დეგნანზე თავდასხმები და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები  ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოს გაურთულდეს ურთიერთობა აშშ-სთან. 

 

მსგავსი სიახლეები