"როცა ელჩს ტყუილი ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო" - კინზინგერი

04.08.22 19:20
"როცა ელჩს ტყუილი ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო" - კინზინგერი

როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო - სენატორი ადამ კინზინგერი ,,ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მიერ დაფიქსირებულ ანტიდასავლურ კურსზე აკეთებს აქცენტს.

კინზინგერი ს თქმით, კელი დეგნანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. 

ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქმნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას.

მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფორმაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს, რომ შესაძლოა, არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა.

თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ.

როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო - აცხადებს კინზინგერი.

სენატორ ადამ კინზინგერის ინტერვიუ ნახეთ ვრცლად აქ 

მსგავსი სიახლეები