რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე - კინზინგერი

04.08.22 18:59
რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე - კინზინგერი

მნიშვნელოვანია, საქართველოს თავდაცვისთვის მიეცეს იარაღი - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ადამ კინზინგერმა, ,,ამერიკის ხმას" განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული შეიარაღება ქვეყანას თავის დასაცავად გადაეცეს.

რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ - თქვა კინზინგერმა.

სენატორ ადამ კინზინგერის ინტერვიუ ნახეთ ვრცლად აქ 

მსგავსი სიახლეები