რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოში ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმიდნარეობს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოში ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმიდნარეობს.
ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, "ომისა და ღალატის" პარტია ცდილობს, რომ ქსენფობიური განწყობები შექმნას და ამით გამოიწვიოს პროვოკაციები,
"თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა, შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსრიდა, როდესაც საქართველოში 3 წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს, თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ, ქსენოფობია და შოვინიზმი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა", - ამბობს კობახიძე.