მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ გარისკავს - კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე

20.04.21 14:29
მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ გარისკავს - კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას მიესალმება, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ის ამას გარისკავს. 

მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ გარისკავს და მოახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ამაში არ ვარ დარწმუნებული, არაერთხელ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და უკვე იუმორის გრძნობა დაკრავს ხოლმე ამ განცხადებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით მისი მხრიდან" - ამბობს კალაძე. 

დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები