სოსო გოგაშვილი იტყუება, მისი ბრალდებები არ არის მიზანშეწონილი - რატი იონათამიშვილი
რა თქმა უნდა, სოსო გოგაშვილი იტყუება - ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი, აცხადებს, რომ ერთადერთი მხილება სუსი-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა მხოლოდ საკუთარ თავს გაუკეთა და მისი ბრალდებები არარელევანტურია.
ერთადერთი, რისი მხილებაც შეძლო ამ ადამიანმა, ეს არის მისი თავი. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს.
რა თქმა უნდა, მსგავსი პროცესები ადამიანურად ძალიან სამწუხაროა.
ცხადია ის გეგმა, რომელიც ჰქონდათ, წარუმატებელია ისევე, როგორც სხვა გეგმა, რაც ამ ბოლო დროს ჰქონიათ.
ვფიქრობ, ეს ბრალდებები არ არის მიზანშეწონილი და რელევანტური.
თქვენ რა გგონიათ, რადგან ამას პატიმარი ამბობს, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება?
რა თქმა უნდა, სოსო გოგაშვილი იტყუება - განაცხადა რატი იონათამიშვილმა
რუსთავის ციხეში მყოფმა სოსო გოგაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს მკვლელობით ემუქრება.