ვწუხვარ გრიგოლის გამო - ლევან ხაბეიშვილი ვაშაძეზე
ვწუხვარ გრიგოლის გამო - ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, განაცხადა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ,,ენმ"-ს ყოფილი თავმჯდომარისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პარლამენტში შესვლა
ვწუხვარ გრიგოლის გამო. ტრაგიკულია!
პარტიის თავმჯდომარე მძევალია იმავე პარტიის, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო, დაკავების პროცესში ერთხელ არ გაუჩნდა სურვილი, სოლიდარული ყოფილიყო მელიას მიმართ.
რამდენიმეთვიანი პაუზის მერე ხელი მოაწერა, ეს ტრაგიკულია.
აღმოჩნდა, რომ მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში შესვლა - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე დღეს ევროკავშირის ოფისში მივიდა და მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.