ნაკლებად მაინტერესებს - გიორგი ვაშაძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის საკითხი.
ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, ხალხმა გასცეს ამ კითხვას პასუხი, მე ეს ნაკლებად მაინტერესებს, ჩემი გზა არის მესამე გზა, რომელმაც გაიმარჯვა გუშინ, დღეს და გუშინწინ," - ამბობს ვაშაძე.
დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.