"ოცნებამ" სამუშაო პროცესს "სამართლიან არჩევნებთან" ერთად „მოსამართლის გუშაგიც“ ჩამოაშორა
სამართლიანი არჩევნების შემდეგ „მოსამართლის გუშაგი“ - ქართული ოცნება 12 პუნქტიანი პირობის შესრულებას კრიტიკული და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე გეგმავს. მმართველმა პარტიამ სამუშაო პროცესს სამართლიან არჩევნებთან ერთად კიდევ ერთი ორგანიზაცია ჩამოაშორა.
„მოსამართლის გუშაგი“, რომლის ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას სასამართლოში არსებული კლანის გამო აკრიტიკებდა, მართლმსაჯულების რეფორმაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
როგორც თავად ჯანეზაშვილი გვეუბნება, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, შეზღუდოს ორგანიზაციათა რაოდენობა და მასშტაბი, რომლებიც ამ პროცესსი მონაწილეობას მიიღებენ და ის სასურველ ორგანიზაციატა სიაში ვერ აღმოჩნდა.
„ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ეროვნული პლატფორმის წევრები შეძლებდნენ მხოლოდ სამუშაო ჯგუფში ჩართულობას. ეს უცნაური კრიტერიუმი დააწესა თავად „ქართულმა ოცნებამ“. ალბათ, მათთვის ასე უფრო კონფორტულია. ანრი ოხანაშვილს პირდაპირ ვუთხრაი, რომ ალბათ ჩემზე საუბორობთ, რომ მე არ ვიყო ამ პროცესისი ნაწილი-თქო. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ინკლუზიურ პროცესს ნამდვილად არ წარმართავს. ჩვენმ გვითრეს უარი ორივე ჯგუფში ჩართვაზე, რომელიც სასამართლოს შეეხება“. - ამბობს ჯანეზაშვილი.
დაიბლოკა ყველა, ვინც დახურულ კარს მიღმა ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის. გამოდის რომ პარტნიორების შემდეგ პირდაპირი იერიშის სამიზნე ახლა მესამე სექტორია.
მესამე სექტორი ამბობს, რომ ეს ერთადერთი მიზნით აიხსნება - ხელისუფლებას სურს, გადაწყვეტილებები მიიღოს ისე, რომ დახურულ კარს მიღმა მათ დისკომფორტი ვერავინ შეუქმნას.
არადა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის ვალდებულება ევროკომისიამ „ოცნებას“ პირობებში ჩაუწერა.