გამოძიება იგივე ეტაპზეა, ვეძებთ - გომელაური ესებუაზე

19.08.22 14:13
გამოძიება იგივე ეტაპზეა, ვეძებთ - გომელაური ესებუაზე

ვახტანგ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუაზე გამოძიება იგივე ეტაპზეა და ჯერ კიდევ ეძებენ.

„გამოძიება იგივე ეტაპზეა, ანუ ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ. მეტი ახალი არაფერი არ გვაქვს ნამდვილად“ - ამბობს შსს მინისტრი

ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს.  რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 
 

მსგავსი სიახლეები