სააკაშვილის კვლევის შედეგები სპეციალისტებმა უკვე ნახეს, დასკვნებიც არის - "ვივამედის" დირექტორი

20.08.22 11:35
სააკაშვილის კვლევის შედეგები სპეციალისტებმა უკვე ნახეს, დასკვნებიც არის - "ვივამედის" დირექტორი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევები  ჩაუტარდა. ეს არის კვლევები კატე -კონტრასტით  რომლის შემოწმებასაც ამერიკელი ექსპერტებიც ითხოვდნენ. 

მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა ელექტრო ნეირო მიოგრაფიაც.

პარალელურად, ცნობილი ხდება რომ ხუთი უცხოელი ექსპერტიდან, ერთს ჯანდაცვის სამინისიტრომ ლიცენზია უკვე მისცა.

"ვივა მედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, კვლევები უკვე ნანახია სპეციალისტების მიერ.

„უკვე ნანახია კვლევის შედეგები სპეციალისტების მიერ, დასკვნებიც არის ამ კვლევების. 
კვლევის შედეგებს ეცნობა ექსპერთთა ჯგუფი და ამ დასკვნებსაც გაეცნობიან ისინი. 
ბოლო კვლევა, რომელიც ჩატარდა, პირველ კვლევასთან შედარებით, არ იგრძნობა განგაშის საფუძველი“. - ამბობს ზურაბ ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ კვლევების პასუხებზეა დამოკიდებული გადაუვადებენ თუ არა სასჯელს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მისცემენ თუ არა შესაძლებლობას, რომ საზღვარგარეთ იმკურნალოს.
 

მსგავსი სიახლეები