ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას შეხვდება

20.04.21 20:21
ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას შეხვდება

"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდება.ჯაფარიძე ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება. შეხვედრის დეტალების შესახებ მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნიკა მელია, ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, რომ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

მსგავსი სიახლეები