იაკობი და მანტიამოგდებული „მავანნი“ თავს ჭრიან ეკლესიას, ამ ქადაგების გამო ის აუცილებლად დაისჯება - ჩარკვიანი
რატომ ერევა ეკლესია საერო საქმეებში და რატომ ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს.
მეუფე იაკობი ამბიონიდან იბრძვის, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ. არ მოსწონს არცერთი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად გმობს ევროკაშირს და თავს ესხმის უკრაინის მთავრობას - ბოდბელი ეპისკოპოსის ნარატივი ერთი-ერთში ჰგავს "ქართული ოცნების" რუსეთუმე წევრების განცხადებებს.
თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, ბოდბელ მიტროპოლიტს პრემიერი ღარიბაშვილი იყენებს, რომ პარტიის ინტერესები გაახმოვანოს.
ოპოზიციონერი თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობის ქადაგებაზე მძაფრ შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინ მეუფე იაკობი ამ ქადაგების გამო აუცილებლად დაისჯება, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად აქეზებს მრევს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.
„იმ ევროკავშირში როცა შევა ქვეყანა, აი ამ ტიპის მოძღვრების, აი ამ ტიპის განცხადებები, პირდაპირ გეტყვით, დასჯადია. სასულიერო პირისგან ველოდები შემწყნარებლობას და ჩვენ სისტემატიურად ვხედავთ რომ ეს განცხადება განსაკუთრებით მუქარის შემცველი იყო. იაკობი და მანტიამოგდებული „მავანნი“ თავს ჭრიან ეკლესიას“. - ამბობს თაკო ჩარკვიანი.