ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ "ოცნება" არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას - დეკანოიძე
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევრორეკომენდაციების შესრულებას.
მისი შეფასებით, ის ნაბიჯები რომელსაც ოცნების ხელისუფლება თითქოს დგამს, რეკომენდაციების შესასრულებლად, მხოლოდ იმიტაციაა და მათი მხრიდან, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
„ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 პუნქტის შესრულებას - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს განსაკუთრებით საპარლამენტო ჩარჩოს გასააქტიურებლად, იმიტაციურია;
ეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არის ყველაზე უფრო რეპრესიული სისტემის გამოხატულება საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების და მათ შორის, სამოქალაქო სექტორზე, ჟურნალისტებზე და ზემოქმედების იარაღი, გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული ინსტიტუციების რეკომენდაციები, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, მხოლოდ საზოგადოების მოტყუებაა“. - განაცხადა დეკანოიძემ.
"საქართველოში მოსმენების კანონი ნაჩქარევადაა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს" - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ე.წ. მოსმენების კანონპროექტს 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოც დაადო, თუმცა "ოცნების" ხელისუფლება მის დაძლევას აანონსებს.