ოპოზიცია ულტიმატუმის სახით გვთავაზობს, თუ ვინ უნდა წარმოაყენოს ომბუდსმენის კანდიდატურა - სარჯველაძე

30.08.22 13:45
ოპოზიცია ულტიმატუმის სახით გვთავაზობს, თუ ვინ უნდა წარმოაყენოს ომბუდსმენის კანდიდატურა - სარჯველაძე

დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის დაწყების წინ, "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ოპონენტებს ულტიმატუმის ენით საუბარში ადანაშაულებს: 

არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო და შესაბამისად მას განხილვა და დისკუსია არ სშირდება. რასაც გვთავაზობს ოპოზიცია ულტიმატუმის სახით, თუ ვინ წარმოაყენოს კანდიდატურა და მხოლოდ ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, ეს არ მგონია დისკუსიის წარმართვის სწორი მოდელი იყოს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები