ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებით, რადიკალიზაციის გზას დაადგნენ - მდინარაძე ოპოზიციაზე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ კოორდინირებულ მოქმედებაში ადანაშაულებს.
მდინარაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების ოპონენტები "ერთი დირიჟორის" მიერ იმართებიან. დეპუტატმა სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიციის ნაწილის არმონაწილეობას "ლუსტრაცია" უწოდა.
დილით დაზუსტებით ვიცოდით, რომ შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. მაგრამ მათაც უარჰყვეს, როგორც ჩანს, ამ ამბავს ერთი დირიჟორი ჰყავს: ვიღაცამ გადაწყვეტა, რომ შეხვედრას არ დაესწრონ და ნაცვლად იმისა, რომ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში ჩაერთონ, პირიქით, რადიკალიზაციის გზას დაადგნენ"- თქვა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართება. ხელსიუფლებასთან შეხვედრას მსხვილი ოპოზიციური პარტიები არ ესწრებიან. იქ მხოლოდ "გირჩი" და გახარიას "საქრთველოსთვის " წევრები იმყოფბეიან.