5 თვეში 7 459 კომპანია - რუსული ბიზნესის რეგისტრაციის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში
საქართველში რუსული ბიზნესის რეგისტრაციის რეკორდული მაჩვენებელია დაფიქსირებული. რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინების პარალელურად ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ბოლო 5 თვეში 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. მათი დიდი ნაწილის საქმიანობა კი გაურკვეველია.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსებისთვის საქართველო მიმზიდველი ბიზნესის კეთებისთვის იმის გამო გახდა, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების თავიდან ასარიდებლად მწვანე შუქი აუნთო.
ეს ინფორმაცია ეროვნული სტატისტიკის სამსახურიდან ინტერპრესნიუსმა გამოითხოვა.
ოფიციალური ინფორმაციით საქაღთველოში დარეგისტრირებული 7 459 რუსული ბიზნესიდან 550 არის შპს და 6913 არის ინდივიდუალური მეწარმე.
უნდა აღინიშნოს, რომ 550 შპს-დან ორი მათგანის საქმიანობაა მხოლოდ ცნობილი. იგივე ვითარებაა ზუსტად ინდივიდუალურ მეწარმესთან დაკავშირებით.
ანტიპუტინისტი მწერალი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსული ბიზნესის გაზრდა საქართველოში შეიძლება პუტინის რეჟიმისა და ივანიშვილის რეჟიმებს შორის კავშირებს უკავშირდებოდეს და შესაძლოა ქვეყნის ხელისუფლება რუსული ბიზნესის საქართველოში დარეგისტრირებას ხელს უწყობდეს.
„ვფიქრობ, რომ ეს საშიშროებაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცით რითი არიან დაკავებულები ეს ადამიანები. თუ მათ ფული არაკანონიერად, კონტრაბანდულად შემოაქვთ, მაშნ ისინი კანონს არღვევენ. როგორ შეუძლიათ რუსულ კომპანიებს მუშაობა, თუ ბანკები მათ ანგარიშებს არ უხსნიან? დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოშ შემოდიან და საკუთარ თავებს დევნილებს უწოდებენ, ისინი არ არიან პოლიტიკური დევნილები. ვშიშობ, რომ ნაწილი ამ ადამიანებისა შავი საქმეები არის დაკავებული. ისინი პოლიტიკური საქმით უნდა იყვნენ დაკავებულები და ახალი რუსეთის გეგმებს სახავდნენ. ისინი კი ამის ნაცვლად ერთობიან, აწყობენ სხვადასხვა სახის ლექციებს - როგორ უნდა დალიოთ სწორად ღვინო, როგორ უნდა დაკავდეთ სექსით სწორად და ა.შ.
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვთან შეთანხმება აქვს. ისინი ახლა აკონტროლებენ იმ ხალხს რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ვფიქრობ რომ კავშირები არსებობს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმებს შორის".- ამბობს ოლეგ პამფილოვი.
ხელისუფლების პოზიცია კი ასეთია - მმართველი გუნდი გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.