ამერიკაში კოლუმბიის გავლით - საქართველოდან გასაქცევად საქართველოს მოქალაქეები ახალ საშიშ გზას ირჩევენ

30.08.22 20:04
ამერიკაში კოლუმბიის გავლით - საქართველოდან გასაქცევად საქართველოს მოქალაქეები ახალ საშიშ გზას ირჩევენ

საქართველოდან გასაქცევად საქართველოს მოქალაქეები ახალ საშიშ გზას ირჩევენ. ამერიკაში მოსახვედრად მოქალაქეები ჯერ კოლუმბიაში ჩადიან, საიდანაც საშიში გზის და რამდენიმე ქვეყნის გავლით უკვე  შეერთებულ შტატებში ხვდებიან. ის ვინც, ბინა გაყიდა, რომ შუამავლისთვის 20 ათასი დოლარი ამერიკაში მოსახვედრად გადაეხადა, ბოლოს შეერთებული შტატების ნაცვლად კოლუმბიაში ჩაიყვანეს, საიდანაც ჯოჯოხეთის გზა დაიწყო.  

"ტვ პირველის" რესპოდენტი, საქართველოს მოქალაქე, ქალი ამერიკაში მეუღლესთან ერთად წავიდა, თუმცა 18 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გადამყვანმა 19 კაციანი ჯგუფი მათ შორის, 6 პოლიციიდან წასული თანამშრომელი კოლუმბიაში მიატოვა. საშიშ ქვეყნაში მიტოვებული ემიგრანტები იძულებულები გახდნენ ახალი გადამყვანი იქ მოეძებნათ და ჯამში ამერიკამდე ჩასვლა 48 000 დოლარი დაუჯდათ. ყველაფერი კოლუმბიაში დაიწყო, საიდანაც პანამაში, შემდეგ კოსტა რიკაში, ნიკარაგუაში, ჰონდურასში, გუატემალაში და ბოლოს მექსიკაში მოხვდა. 

კოლუმბიიდან ტიხუანამდე მანძილი 5 575 კილომეტრია. „პირველების“ რესპოდენტი ყვება, რომ თბილისიდან 19 კაციანი ქართველების ჯგუფი  ამ საშიშ გზას 23 მაისს დაადგა და ამერიკამდე ჩასასვლელად ორ თვეში ჩავიდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები