მილიონები "თბილისობისთვის " - კალაძე დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებისთვის 3 მილიონ ლარს დახარჯავს

31.08.22 12:11
მილიონები "თბილისობისთვის " - კალაძე  დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებისთვის 3 მილიონ ლარს დახარჯავს

მილიონები "თბილისობისთვის " - კახი კალაძე  დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებისთვის სამ მილიონ ლარს დახარჯავს. ეს ყველფერი კი ტენდერის გარეშე მოხდება.

ექსპერტები და ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ საქმე მასშტაბურ  კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.

ბესო დონაძის განცხადებით, კალაძე სამ მილიონს ხარჯავს არა ისე როგორც თბილისელებს უნდა, არამედ ისე, როგორც თავად სურს და ეს, კორუფციის მკვლევარის თქმით მავნე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

„სამი მილიონი დაიხარჯება ისე, როგორც სურს კალაძეს და არა ისე, როგორც სურთ თბილისელებს და არა ისე, როგორც არის კანონი შესყიდვების შესახებ. ეს არის დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. ამ შესაძლებლობით კალაძე და „ოცნება“ სარგებლობს და ხელშეკრულებებს უფორმებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან მათთან დაახლოებულნი. კომპანიები, რომლებსაც ფული მიაქვთ „ქართულ ოცნებაში“ და ასეთი მაგალითები არის ძალიან ბევრი“. - ამბობს დონაძე.
 

მსგავსი სიახლეები