ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე "გაეროში" საქართველოს ელჩად დანიშნა

31.08.22 14:50
ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე "გაეროში" საქართველოს ელჩად დანიშნა

სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე "გაეროში" საქართველოს ელჩად დანიშნა, არადა მანამდე პრეზიდენტი ბაქრაძეს ღიად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ის "გაეროში" საქართვლოს წარმომადგენლობას არ იმსახურებს, არ აქვს კონტაქტები და ხუთი წლის განმვალობში ამერიკაში საქართველოს ელჩად მუშაობის დროს ვერაფერი გააკეთა.

დანიშვნის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ აშშ-ში ბაქრაძის გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და მისი ელჩად დანიშვნა "გაეროში", მაშინ როდესაც ჩვენს მეზობლად საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე". - განაცხადა ნათია სულავამ.

ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო.

მსგავსი სიახლეები