სულმა წასძლიათ ჩვენს კოლეგებს და მელიას ტყვეობის პირობებში მოაწერეს ხელი - ხაბეიშვილი

21.04.21 13:12
სულმა წასძლიათ ჩვენს კოლეგებს და მელიას ტყვეობის პირობებში მოაწერეს ხელი - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა არასწორი ნაბიჯი იყო. ხაბეიშვილის თქმით, მელიამ ციხე ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე უნდა დატოვოს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა რუსთავის N12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე განაცხადა. 

ჩვენ სოლიდარული ვართ იმ ადამიანის წინაშე, რომლის ლომის წილია იმაში, რომ ეს დოკუმენტი დაიდო. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ სულმა წასძლია ჩვენს კოლეგებს და მელიას ტყვეობის პირობებში მოაწერეს ამაზე ხელი. შესაბამისად, ვამხნევებთ ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი პირობების და დათქმის გარეშე დატოვებს საპატიმროს, -  ამბობს ხაბეიშვილი.