პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ამხილა - გოცირიძე

02.09.22 11:34
პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ამხილა - გოცირიძე

რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ამხილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ენმ-ე წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა პირდაპირ დასდო ბრალი მმართველ გუნდს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაში.

„ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრალი დადო, რომ ეს ოთხეული არიან დამნაშავეები, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და მოუწოდა ღარიბაშვილს, რომ გაემიჯნოს მათ. ისიც მოუწოდა, მათ რომ უკრაინის მიმართ იყვნენ უფრო სოლიდარულები და ნუ აქვთ ასეთი მოღალატეობრივი პოზიცია და როდესაც „გაეროში“ მივა ღარიბაშვილი, ერთი-ორი თბილის სიტყვა მაინც თქვას უკრაინის შესახებ. ანუ., რეალურად კიდევ ერთხელ ამხილა „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ და პრორუსულ პოზიციებში“. - თქვა გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ანტიამერიკული კამპანია დაუწუნა და პრემიერს მოუწოდა “ოცნებიდან” ფორმალურად წასულ ოთხეულს გაემიჯნოს. 

პრეზიდენტს უკვირს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში იმისთვის, რომ პარტნიორები რეკომენდაციების შესრულების პროცესში დაერწმუნებინა. 

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მოსმენების კანონის გამო და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა რომ უსმენენ.

მსგავსი სიახლეები