ის, ვინც იქნება რომელიმე ქვეყნის აგენტი საქართველოში, მოღალატეა - ზარქუა

02.09.22 14:02
ის, ვინც იქნება რომელიმე ქვეყნის აგენტი საქართველოში, მოღალატეა - ზარქუა

ღარიბაშვილის შემდეგ ახლა უკვე მთელი მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანა აგენტებითაა სავსე. 

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, შენი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენო პირველ ადგილზე და არავის აგენტი არ უნდა იყო.

მისი თქმით, ყველა აგენტი მოღალატეა.

„შენ უნდა იყო შენი ქვეყნის შვილი. არც ჩრდილოეთს, სამხრეთს, დასავლეთს თუ აღმოსავლეთს არ უნდა ემსახურო და არ უნდა იყო არავის აგენტი. უნდა იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, შენი ქვეყნის ინტერესების დამცველი. მორჩა, აქ წერტილი. ამის იქით არ მივიდვარ. ის, ვინც იქნება რომელიმე ქვეყნის აგენტი საქართველოში, ის არის მოღალატე და ეს არის მიუღებელი პირადად ჩემთვის“. - ამბობს ზარქუა.

გიორგი გახარია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, გიორგი მარგველაშვილი - ოთხი ლიდერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში პრემიერი, პარლამენტის თავმჯოდმარე ან პრეზიდენტი იყო, „ოცნების“ სატელიტებმა ამერიკის აგენტებად გამოაცხადეს.

მათი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა ისინი წლების წინ გადაიბირა. ამერიკის აგენტად შერაცხეს თითქმის ოპოზციის ყველა ლიდერი, არასამთავრობოები და სახალხო დამცველიც კი.
 

მსგავსი სიახლეები