17 წლის მარიამ ბურჭულაძეს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

21.04.21 15:16
17 წლის მარიამ ბურჭულაძეს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

ოზურგეთში 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს მესამე დღეა, პოლიცია  და ახლობლები აჭარასა და გურიაში ეძებენ. მეთორმეტე კლასელი გოგო სკოლიდან სამი დღის წინ წავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს გოგონა სოფელ ლეღვაში ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ის ფეხით მარტო მიდიოდა.