კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
" კუბლიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად"- ამ განცხადების ავტორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა.
პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე" - თქვა კობახიძემ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს.
გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის.