სკანდალი: შსს-ს მაღალჩინოსნები წვევამდელებს ტუალეტებს ახეხინებდნენ, ვიდეოს უღებდნენ და აშანტაჟებდნენ

22.04.21 11:12
სკანდალი: შსს-ს მაღალჩინოსნები წვევამდელებს ტუალეტებს ახეხინებდნენ, ვიდეოს უღებდნენ და აშანტაჟებდნენ

უმძიმესი ამბის სკანდალური გაგრძელება - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელებს, რომლებსაც საპირფარეშოების ხეხვას აიძულებდნენ, ამ ყველაფერს მეთაურები ვიდეო კამერით იღებდნენ და შემდეგ აშანტაჟებდნენ. 

წამების, არაადამიაურ და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულ დავით დევდარიასნ და გიორგი ბიჩინაშვილს ბრალს ზუსტად ერთ საათში გააცნობენ. არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრეც  გაფართოვდეს.

უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი, ვერ ადასტურებს არის თუ არა საქმეში ვიდეო კადრები, რადგან მაგდა კოტრიკაძეს მასალები ამ დრომდე არ გადასცემია. 

დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცვლის უფროსი ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. დღეს მოხდება ბრალის წარდგენა. მას ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებას. 

ამ ადამიანს მისი თანამდებობიდან გამომდინარე არ შეეძლო მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება - გათავისუფლება, წახალისება, დასჯა თუ სხვა. 

რაც შეეხება მისი ტელეფონის გამოყენებას და კონკრეტულად რამდენ ეპიზოდზეა საუბარი, ეს დღეს გვეცოდინება. ჩვენ სამის მასალები არ გადმოგვცემია და შესაბამისად, დეტალები ჩვენთვის უცნობია"- ამბობს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძემ.

გომელაურის უწყების ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გუშინ დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებენ. 

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები სამხედროებს აიძულებდნენ, ყაზარმის სივრცეები და საპირფარეშოები კბილის ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილებს, გაეხეხათ.  იყო შემთხვევები, როცა "დასჯილ" სამხედროებს 10 კგ-იანი ეკიპირებით საათობით ალაგებინებდნენ ბაზის ტერიტორიას. 

მსგავსი სიახლეები