ხაზარძე-ჯაფარიძის ვიზიტი ბრიუსელში - ოპოზიციონერი ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდებიან
ხაზარძე-ჯაფარიძის ვიზიტი ბრიუსელში - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. „ლელოს“ ლიდერები პარტნიორებს ირაკლი კობახიძის შემდეგ ხვდებიან.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მათ ევროპარლამენტარებთან საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების აღსრულებაზე ექნებათ. მისი თქმით, ასევე საუბარი შეეხება იმ მექანიზმებზეც, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს უფრო გამოკვეთავს.
ძირითადად განვიხილავთ ორ მიმართულებას და ორ საკითხს; ეს არის იმ ხელშეკრულების იმპლემენტაცია, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით და მედიატორობით იქნა დადებული და მისი აღსრულების მექანიზმებზე და გარანტიებზეა საუბარი, როგორ იქნას ეს ყველაფერი აღსრულებული და მეორე, ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც დააჩქარებს და უფრო გამოკვეთავს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს, - აცხადებს ხაზარაძე.