არ მგონია, რომ ვინმემ გაბედოს და საგამოძიებო კომისიის შექმას მხარი არ დაუჭიროს - რომან გორიციძე

14.09.22 13:15
არ მგონია, რომ ვინმემ გაბედოს და საგამოძიებო კომისიის შექმას მხარი არ დაუჭიროს - რომან გორიციძე

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრი რომან გოცირიძე პარლამენტშ საგამოძიებო კომისიის შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობს. საქმე შს მინისტრის "ეფესბეს" შეფებტან ფარულ შეხვედრებს ეხება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუკი რომელიმე ოპოზიციური პარტია აღნიშნული კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ის ოპოზიცია აღარ იქნება. 

ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს კომისია არ შეიქმნას, მაგრამ თუ ოპოზიციას აქვს რაიმე სახელმწიფოებრივი გრძნობა, პატრიოტიზმი და თავისი ქვეყნის სიყვარული, ეს უკვე სხვა რანგის საკითხია და არ მგონია, რომ ვინმემ გაბედოს და ამ კომისიის შექმას არ დაუჭიროს მხარი. ვინც არ დაუჭერს, ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია და შემდეგ თავის თავს ოპოზიციას ნუ დაარქმევს, - ამბობს რომან გოციძე. 

ხმების მობილიზება დაწყებულია - ოპოზიციური  პარტიები საკნონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურას იწყებენ. კომიიის შესამქნელად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ოპოზიცია აღნიშნული ხმების რაოდენობის მოგროვებას. კომისიის შექმნას  "ქართული ოცნების", "მოქალაქეების" და "ევროპელი სოციალისტების" გარდა ყველა ემხრობა.

მსგავსი სიახლეები