ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა აწყობს - ოთხეულის მორიგი თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორზე
"ოცნებიდან" იმიტირებული ამბოხით წასულები ისევ ოლიგარქის სათქმელს ამბობენ. ე.წ. ამბოხებული დეპუტატები მორიგ საგანგებო წერილს აქვეყნებენ, რომლითაც თავს ტრადიცულად დასავლეთს და ამერიკის ელჩს ესხმიან.
"ქართული ოცნების" ე.წ დანაყოფის იერიშის სამიზნე ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასია. სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს დეპუტატების დაჯგუფება ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშუალებს და ამტკიცებს, რომ გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა ის, რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი "დღემდე ვერ ბედავს".
როდესაც სანქციების დაწესებაზეა საუბარი, რატიმღაც ქალბატონ ეველინს ავიწყდება, რომ აშშ-მ სრული სანქციები არ აამოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ. რატომ არის მაშინ , ამ შემთხვევაში, საქართველოზე ასეთი ზეწოლა, როდესაც ამერიკის სანქციები ნამდვილად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე და საქართველოს სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე ვერ იმოქმედებს, პირიქით, ქართულ ეკონომიკას დააზიანებს. მაგრამ, ქალბატონი ეველინის პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ "მერე, რა". "მერე, რა თუ რუსეთი შემოიჭრება საქართველოში, მერე, რა თუ აქ დაიხოცება ხალხი, მთავარია, რომ ეს აწყობს ქალბატონ ეველინის სახით ამერიკის პოლიტიკას და ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელი, - თქვა მაჭარაშვილმა.