გააზრებულად იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ - ბოტკოველი ივანიშვილის ოთხეულზე
გააზრებულად იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ივანიშვილის ოთხეული მორიგ თავდასხმას სტრატეგიულ პარტნიორზე. მისი თქმით, "ოცნეიბდან" იმიტირეული ამბოხით წასულები, სინამდვილეში ისევ "ქართული ოცნების" სამსახურში არიან.
ესენი გასულები არ არიან, ესენი არიან ყველაზე მეტად შესულები "ქართული ოცნების" იდეოლოგიაში. რაც შეეხება, მათი განცხადებები, კობახიძის განცხადება, პარლამენტის თავმდჯომარის განცხადება თუ სხვა უმრავლესობის წევრების განცხადებები, არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ისინი ყველა გააზრებულად იბრძვიან, ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, შედეგით ვერ დასრულდება, - ამბობს ბოტკოველი.
"ოცნებიდან" იმიტირებული ამბოხით წასულები ისევ ოლიგარქის სათქმელს ამბობენ. ე.წ. ამბოხებული დეპუტატები მორიგ საგანგებო წერილს აქვეყნებენ, რომლითაც თავს ტრადიცულად დასავლეთს და ამერიკის ელჩს ესხმიან.
"ქართული ოცნების" ე.წ დანაყოფის იერიშის სამიზნე ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასია. სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს დეპუტატების დაჯგუფება ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშუალებს და ამტკიცებს, რომ გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა ის, რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი "დღემდე ვერ ბედავს".