ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში - ოდიშარია მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებზე

14.09.22 16:16
ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში - ოდიშარია მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებზე

„ქართული ოცნების“ იერიში დამოუკიდებელ მედიაზე - ხელისუფლებამ  კრიტიკული მედიის კონტროლისთვის ახალი სპეცოპერაცია დაგეგმა. ჟურნალისტების გაჩუმება „ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებით გადაწყვიტა. 

ღარიბაშვილის ხელისუფლებას კანონში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ისე რომ არც სხვა ქვეყნის გამოცდილებას და არც საექსპერტო შეფასებებს არ ეყრდნობა. 

კანონის დამტკიცებისთანავე კი კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ გადავა ყველა სადავო საკითხი, რაც აქამდე მედიის თვითრეგულირების ქვეშ იყო.

„ოცნებაში“ ამბობენ რომ ამ კანონის მიღება ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. 

კანონის ინიციატორი ბექა ოდიშარია კი აცხადებს „ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მითუმეტეს როცა ის არ იქ არის“.

„ვიმოქმედებთ, ასოცირების ხელშეკრუკლების და ჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში. ნუ დავიწყებთ ნურანაირი შავი კატის ძებნას ბნელ ოტახშ, რომელიც ის იქ არ არის. შემოქმედებითი ევროპიდან შეიძლება ამოვვარდეთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ხელმიუწვდომლობა მთელ ორ მილიარდ ევროზე და ა.შ. ვმოქმედებთ ამის ფარგლებში. თუ ვინემს სასამართლოში დავა ექნება, აბა სად უნდა იდავონ ადამიანებმა, ქუჩაში?“ - ამბობს ოდიშარია.
 

მსგავსი სიახლეები