კომუნიკაციების კომისია თავისულფალი მედიის ცენზორად და ჟანდარმერიად იქცა - ბეჟაშვილი
„ქართული ოცნების“ იერიში დამოუკიდებელ მედიაზე - ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს კომუნიკაციების კომისიიეს მიერ მიღებული კანონპროექტი არის „ოცნების“ მიერ მედიაზე განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისია თავისულფალი მედიის ცენზორად და ჟანდარმერიად იქცა.
ბექაურის უწყება, კომუნიკაციების კომისია, უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, თავისულფალი მედიის ცენზორად. რეგულატორი კი არა ჩვეულებრივი ჟანდარმერია არის თავისუფალი სიტყვის და მაუწყებელის. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს ცვლილებები 12 პუნქტიანი გეგმის სესრულების ნაწილად ცხადდება, თუმცა, თუ გავეცნობით კანონპროექტის ტექსტს, დავინახავთ, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის სადამსჯელო ფუნქციის განმტკიცებას“.- ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ჟურნალისტების გაჩუმება „ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებით გადაწყვიტა.
კანონის დამტკიცებისთანავე კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ გადავა ყველა სადავო საკითხი, რაც აქამდე მედიის თვითრეგულირების ქვეშ იყო.
„ოცნებაში“ ამბობენ რომ ამ კანონის მიღება ევროკომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.