ამნისტიის კანონს ჩაშლა ემუქრება - ევროკავშირი მზადაა, ნიკა მელიას გირაო გადმორიცხოს

22.04.21 11:47
ამნისტიის კანონს ჩაშლა ემუქრება - ევროკავშირი მზადაა,  ნიკა მელიას გირაო გადმორიცხოს

დაანონსებული ამნისტიის კანონპროექტს ჩაშლა ემუქრება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ციხე შესაძლოა, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ დატოვოს. ბრიუსელი მზადაა, 40 ათასი ლარი საქართველოს პროკურატურის ანგარიშზე დღესვე გადმორიცხოს. „პირველების“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ნიკა მელიას დასათანხმებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი ლიდერი ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდება, ამნისტიის კანონი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სპერაზმელები, რომლებმაც 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, პასუხისგებას ვერ აცდებიან. 

ნიკა მელიას თანხმობის შემთხვევაში ამნისტიის კანონის აბსურდულობაზე საუბრბენ რუსთაველზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები.


ნიკა თუ გამოვიდა და დათანხმდა ევროკავშირის შეთავაზებას, რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონის მიღება იქნება აბსრუდული და ამის განხილვაც არ იქნება საჭირო. მე მიმაჩნია ეს გამოსავლად, თუ ნიკა ჩათვლის, რომ მისთის მისაღებია, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამნისტიის კანონის წინააღმდეგი გამოდიან 20 ივნისის აქციაზე დაზარალებული ადამიანებიც.