ვინ ეკითხება პაპუაშვილს, ვის აირჩევენ სახალხო დამცველად? ის არაფრის მაქნისი მარიონეტია - გიორგი ვაშაძე
კონსულტაციები გრძელდება -ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა იწყება. პოლიტიკური პარტიების ლიდერები შალვა პაპუაშვილთან ობუდსმენის კანდიდატზე მსჯელობენ.
შეხვდედრას არ ესწრება გიორგი ვაშაძე. ,,სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატზე მსჯელობა ფორმალურია და ,,ქართული ოცნება" მაინც მისთვის სასურველ კანიდდატს დაასახელებს.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილს არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და ის ნომინალური ფიგურაა.
ვინ ეკითხება შალვა პაპუაშვილს, ვის აირჩევენ სახალხო დამცველად?
პაპუაშვილი არის არაფრის მაქნისი მარიონეტი, რომელიც დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მხოლოდ იმიტომ, რომ შეასრულოს ყველა დავალება. ერთი-ორ შეხვედრაზე ვარ მასთან ნამყოფი, მახსოვს, ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებდა. იცით, როგორ გადაწყვეტილებას? მე შეიძლება თუ არა, რომ ხათუნა სამნიძის ნაცვლად შევიდე ბიუროს სხდომაზე. - თქვა გიორგი ვაშაძემ.
დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე ჯერ არც პარტია ,,ლელო" გამოჩენილა.