ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ - ლოტკინის დასახლებაში ხმაურია

15.09.22 11:05
ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ - ლოტკინის დასახლებაში ხმაურია

ხმაური და დაპირიპირება ლოტკინის დასახლებაში - საპოლიციო ძალები კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ. მიზეზი 25 000 ამერიკული დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კერძო იპოთეკარი განგებ არ მიდის მოლაპარაკებაზე და 120 000 ამერიკული დოლარის ქონების მიტაცებას ამ გზით ცდილობს. ოჯახი "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ მზად არიან თანხა გადაიხადონ, თუმცა ეკატერინე ყოლბაია ამთ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ადგილზე სხვა დაზარალებულებიც მივიდნენ და "ტვ პირველთან" მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ყვებიან. მათი თქმით, მევახშეებმა თაღლითური სქემით რამდენიმე ათასი დოლარის კუთვნილი ქონება მიითვისეს. ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ პოლიციამ ის და მისი მცირეწლოვანი სვილები კუთვნილი ბინიდან ძალის გამოყენებით გააძევა. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ სახეზეა სისტემური პრობლემა და საკანონმდებლო ხარვეზი. ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. 

 

მსგავსი სიახლეები