"კომისიას შეუძლია თვით ივანიშვილიც კი დაიბაროს" - ხელმოწერების შეგროვება და ხმების მობილიზება დაწყებულია

15.09.22 12:05
"კომისიას შეუძლია თვით ივანიშვილიც კი დაიბაროს" - ხელმოწერების შეგროვება და ხმების მობილიზება დაწყებულია

ხელმოწერების შეგროვება და ხმების მობილიზება დაწყებულია - ოპოზიციური  პარტიები საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურას იწყებენ. საქმე ვახტანგ გომელაურის და "ეფესებს" შეფების საიდუმლო შეხვედრას ეხება. 

ახლა ოპოზიციონერ დეპუტატებს კომისიის შესაქმნელად 50 ხმის მობილიზება სჭირდებათ.

„ოცნება“ უარზეა და პროცესში მოანაწილეობას არ პირებს, თუმცა ოპოზიციას სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა არ სჭირდება.

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კომისიას თვით ბატონი ივანიშვილის დაბარებაც კი შეუძლია პარლამენტში.

„კომისიას შეუძლია თვით ბიძინა ივანიშვილიც კი დაიბაროს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, იმიტომ რომ კომისიას არ აქვს შეზღუდვა ვინმეს თანამდებობის ან არათანამდებობის პირის დაბარებს. ყველას დაბარება შეუძლია და ყველასთან კითხვების დასმა შეუძლია. ამიტომ, ბევრ კითხვას ნათელი მოეფინება“. - ამბობს ჩიხლაძე.

რაც შეეხება "გირჩს" და "ევროპულ საქართველოს" , პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ კომისიის შექმნა ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგან "საქართველოს მთლიანად უმრავლესობა ჰყავს პუტინისტური, რომელიც ყოველთვის, ყველა დემოკრატიულ პროცედურას დასცინის".

მსგავსი სიახლეები