"დავამტკიცებთ, რომ ქონება კანონიერი გზით გვაქვს შეძენილი" - გოგაშვილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
"დავამტკიცებთ, რომ ქონება კანონიერი გზით გვაქვს შეძენილი" - სოსო გოგაშვილის ოჯახი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც მათი ქონება დააყადაღეს.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინი გოგაშვილი აცხადებს, რომ ქონება კანონის სრული დაცვით აქვთ შეძენილი და ამას დღეს წადგენილი დოკუმენტებიც ადასტურებს.
გოგაშვილები არ გამორიცხავებ, რომ პატიმრობაში მყოფ სუს-ის ყოფილ შეფს ბრალი დაუმძიმონ - "რა მუქარებიც იყო, ვახტანგ გომელაურის მიერ გაჟრერებული, ნელ-ნელა ეტაპობრივად ხორციელდება" - ამბობს ნინი გოგაშვილი.
რაც შეეხება ნიკა გოგაშვილს, მისი თქმით, საქმეს გრიფი ადევს და ინტერესდება საიდან მოხვდა სუს-ის მასალები იმედის ხელში.
"თუ საქმეს გრიფი ადევს, სუს-ის მასალები საიდუმლოა, საიდან მოხვდა ეს მასალები იმედის ხელში? მათსავით ჩვენ, ქონება კორუფციული გზით არ მოგვიპოვებია და მსგავსი ქმედების ჩადენას არც ვაპირებთ"- განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.