ზაჰესი-ლილოს დამაკავშირებელი სატრანზიტო მაგისტრალი პარალიზებულია - ნორიოს სკოლის მოსწავლის მშობლებმა გზა გადაკეტეს
ზაჰესი-ლილოს დამაკავშირებელი სატრანზიტო მაგისტრალი პარალიზებულია. ნორიოს სკოლის მოსწავლის მშობლებმა გზა გადაკეტეს.
ირკვევა, რომ ნორიოში სკოლის შენობა, რომელიც 500 მდე ბავშვს უნდა ემსახურებოდეს, უკვე მესამე წელია, დაკეტილია.
მიზეზად განათლების სამინისტრო სკოლებში გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებს და რეაბილიტაციის პროცესს ასახელებს, რასაც მშობლების დიდი პროტესტი მოჰყვა.
მშობლები ამბობენ, რომ თუ სამუშაოები უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, ისინი შვილებს, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში არსებულ სკოლებში გადაანაწილეს, სკოლაში არ გაუშვებენ.
სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა ყველგან არა. ასეთი 16 სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეები მერხების ნაცვლად ისევ ონლაინ სწავლებას დაუბრუნდნენ.