ქვეყნიდან გაქცეული პოლიციელები, ჯარისკაცები, მოსამართლეები - გახარის გუნდის საგანგებო განცხადება

15.09.22 13:11
ქვეყნიდან გაქცეული პოლიციელები, ჯარისკაცები, მოსამართლეები - გახარის გუნდის საგანგებო განცხადება

"ათასობისთ საჯარო მოხელე, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, "ოცნებამ" ერთი ადამიანის სამსახურში იძულებით ჩააყენა"-  საჯარო სამსახურში,  ძალოვან უწყებებში, პროკურატურაში, სასამართლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. 

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ "დღეს მოხელეები კანონის შესრულების გამო ისჯებიან". 

უკანონობა წახალისებულია, რიგითებს სწირავენ, უკანონო დავალებების გამცემები კი პასუხისმგებლობას გაურბიან. დღეს მოხელეებს, პოლიციელებს, პროკურორებს მოსამართლეებს წართმეული აქვთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. უფრო მეტიც, ხშირად დამოუკიდებლობის გამო ეს ადამიანები ისჯებიან" - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, საჯარო სამსახურებში დაწინაურება პარტიის მიმართ ლოიალურობით ხდება, სწორედ ამიტომ ღირსეული მოხელეები ქვეყანას ტოვებენ: 

პროვილეგიებით სარგებლობს ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი და ღირსეული მოხელეები სათანადოდ არ არიან დაფასებული. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის მსახურება, სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გამომძიებლებს, მოსამართლეებს, პროკურორებს წართმეული აქვთ უფლება, სახელმწიფოს ღალატის ტოლფას დანაშაულებზე რეაგირება დამოუკიდებლად მოახდინონ, თუ ეს ერთი ადამიანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. შედეგად ღირსეული მოხელეები, რომლებიც წლების განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ქვეყანას ემსახურებოდნენ, ღირსებაშელახულები ტოვებენ უწყებას და ქვეყნიდან გარბიან"- თქვა მეზვრიშვილმა. 

მეზვრიშვილის თქმით, პოლიციაში ყველა ის მავნე პრაქტიკა დაბრუნდა, რომლის აღმოფხვრასაც წლები დასჭირდა. 

იმალება დანაშაული, ყალბდება სტატისტიკა,  დაბრუნდა ჩადებები, გაჩერებულია საგამოძიებო სისტემის რეფორმა. ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს კრიმინალთან. დღის წესრიგიდან გაქრა ადამიანის უფლებების დაცვა. მოუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს წნეხიდან ის მოხელეები, რომლებიც სახლელმწიფოს ღირსეულად ემსახურებიან"- დასძინა მან. 

 

მსგავსი სიახლეები