ლოტკინის დასახლებაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
შეტაკებები პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ლოტკინის დასახლებაში - სამართალდამცავებმა დაკავების სერია დაიწყეს. პოლიციამ ხელბორკილები ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კუკავას და პროტესტის მონაწილე რამდენიმე ადამიანს დაადო.
ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. თუ ჰგონიათ, რომ პირველად მიჭერენ და ამათი ბორკილების მეშინია.ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე!” – განაცხადა კახა კუკავამ „ტვ პირველთან“.
ადგილზე ამ დრომდე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
ადგილობრივები ოჯახის იძულებით გამოსახლებას აპროტესტებენ. მიზეზი 25 000 დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო. მოსახლეობა სისტემური დანაშაულზე საუბრობს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.