მელია არის კაცის კაცი - კობახიძე
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია „კაცის კაცად“ მოიხსენია.
„ოცნების“ თავმჯდომარემ მელიას, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე უწოდა და თქვა, რომ ის ვერ იქნება ღირსების მატარებელი, რადგან „ენმ“-ს რეალურ თავმჯდომარე სააკაშვილს ვერ იტანს.
რაც შეეხება თვითონ ნაცმოძრაობას და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას". - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებამ გააღიზიანა, სადაც „ენმ“-ს ლიდერმა „ოცნების“თავმჯდომარეს რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი უწოდა.