საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“.- წერს ზურაბიშვილი.