სოსო გოგაშვილის წერილი ციხიდან - სახალხო დამცველის პირველი კომენტარი
სახალხო დამცველი უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ციხიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც სოსო გოგაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე მოსმენების შესახებ გააკეთა.
ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვა ბევრ ფაქტთან ერთად სოსო გოგაშვილის განცხადებამ დაადასტურა ისიც, რომ მოსმენების სამსახურის საქმიანობას დაუგეგმავად ისეთი კომპეტენტური ორგანოც კი ვერ აკონტროლებდა, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილის ამ განცხადებიდან, რისი დადასტურებაც ნამდვილად შეგვიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ოტო-ს შემოწმების უფლება მხოლოდ წინასწარი ინფორმირების საფუძველზე შეუძლია, დაუგეგმავად ის ვერ შედის შემოწმების განსახორციელებლად, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორი საუბრობდა 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში, რომელსაც პარლამენტმა არც კი მოუსმინა. - წერს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია.